არქივი15 აპრილი, 2024, 20:36
დუგინი: საქართველოს ახლა სჭირდება სტალინი, თორემ...
რუსული კანონის გამო, "ოცნებას" პუტინის პროპაგანდისტი, ალექსანდრე დუგინიც აქებს და წერს რომ საქართველო სწორ გზაზეა, რომ "საქართველოს ახლა სჭირდება სტალინი, თორემ გლობალისტი ნაძირალები და ქართველი ხალხის სირცხვილი, გაანადგურებს ამ ლამაზ ქვეყანას"
"საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ კვლავ სიმაღლეზე ვართ. რამდენი ლიბერალური სააგენტო რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ნამდვილი ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ განვწმენდთ მათ" | წერს პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.