ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

ტელეგრამ-არხებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქებში, ტოლიატისა და ტაგანროგში, უკრაინული დრონებით იერიშების შემდეგ სამრეწველო ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა.
ტოლიატიში მდებარე სამიზნის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება: ტელეგრამ-არხების ნაწილის მიხედვით, იერიში რეზინის საწარმოზე მიიტანეს, სხვა წყაროები კი სამიზნედ ქიმიურ საწარმო KuibyshevAzot-ს ასახელებენ.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა რეგიონზე დრონებით მასშტაბური იერიში დაადასტურა.
ასევე გავრცელდა ცნობები ტაგანროგში მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის შესახებაც. Astra-ს მიერ გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, დარტყმების შემდეგ კვამლი ამოდიოდა ქალაქში მდებარე აეროდრომიდან, სადაც რუსეთის 708-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკია ბაზირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.