არქივი21 დეკემბერი, 2024, 11:38
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელი მისიის დასკვნის ინტერპრეტაციას „ქართული ოცნების“ მიერ.
„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა დაასანქცირეს, როგორი უნდა იყოს რეაგირება? სწორედ ახლა, „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი ტვ“ აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევაა. დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, — წერს ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.