ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დროა, სალომე ზურაბიშვილმა მოძებნოს ახალი სამსახური – დავით მათიკაშვილი

დროა, მოძებნოს ახალი სამსახური, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.
„მან თავისი მოღვაწეობა ძალიან დიდი სამწუხარო ნოტებით დაასრულა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი – ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, რის გამოც მას იმპიჩმენტი გამოუცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ. პროცესები განვითარდება იმ კონსტიტუციური წესით, რაც საქართველოშია მიღებული. მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლას გულისხმობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.