დმიტრი პესკოვი: რუსეთსა და სომხეთს შორის სირთულეები გაივლის

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში სირთულეები გაივლის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მოგებიანია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ზოგჯერ უახლოეს მეზობლებს შორის, შესაძლოა, ურთიერთობები დაიძაბოს.

„უახლოეს მეზობლებს შეიძლება ჰქონდეთ პერიოდი, როდესაც ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, ჩვენი მხრიდან ეს არის. ორივე ქვეყნის ლიდერს პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და  კონსტრუქტივიზმი ახასიათებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს სირთულე გაივლის. რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მოგებიანია“, – აცხადებს პესკოვი. 

ცნობისთვის, ბოლო დროს სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები რუსეთის მიმართ, ერევანმა გამოტოვა შეხვედრები. კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო მინსკში CSTO-ს სამიტს.

ასევე დაგაინტერესებთ