დიმიტრი მედვედევი – რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ქარაფშუტა მსჯელობა, რომ ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს

რაც არ უნდა ილაპარაკონ დასავლეთში, რომ არ გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, ცხოვრება ბევრად საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ყოფილ უკრაინაში და, მითუმეტეს, ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებში, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა. რამდენიმე წლის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი არ შევიდოდა ღია სამხედრო კონფლიქტში ბანდერას რეჟიმთან, რათა არ დაპირისპირებოდა დასავლეთს, არასწორად გათვალეს. ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ