არქივი31 მარტი, 2025, 21:07
,,დგება ხალხის გაზაფხული” – პარლამენტთან პრეზიდენტ ზურაბიშვილს ელოდებიან

,,დგება ხალხის გაზაფხული” – პროტესტის 124-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ მსვლელობით სტუდენტებიც უერთდებიან.
ცნობილია, რომ 21:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.
აქციას დედაქალაქის სხვადასხვა ადგილიდან დაძრული მსვლელობები ეტაპობრივად უერთდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.