დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვერ აიცილებს თავიდან, – ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ცეცხლთან სახიფათო თამაშია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბლოკის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლეთში ყველა გონიერ ადამიანი ესმის ეს, მაგრამ თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვეღარ აირიდებს თავიდან. იგივე მოხდება, თუ ნატო-ს რომელიმე ქვეყანა თავის აეროდრომებს ბანდერელებს დაუთმობს ან თავის ჯარებს ნეონაცისტებთან განათავსებს. ისინი აუცილებლად გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები და უმოწყალოდ განადგურდებიან, როგორც მტრები. ეს უნდა ახსოვდეს ყველა ჩაფხუტიანს ნატო-ს სიმბოლოებით, რომლებიც დღეს იარაღს აჟღარუნებენ ჩვენი საზღვრებიდან არც თუ ისე შორს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ