ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დათა თავაძე: ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!

დათა თავაძე: ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!
"გუშინ ვუყურებდით და ვუსმენდით ერთმანეთს და არა სცენას და ჩახვეულ სიმღერებს, ან ბრიყვულ და ყალბ მოლოცვებს მიკროფონიდან. “ჰაერში დაპირება ტრიალებდა!” და ამაზე დიდი ზეიმი ძნელი წარმოსადგენია! მადლობას ვუხდიდით ერთმანეთს და რაღაცებს მართლა ვპირდებოდით, ერთმანეთის ხელიდან ვჭამდით და განცდა გვქონდა, რომ აქ შეუძლებელია ვინმე უცხო იყოს.
ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!
გილოცავთ ახალ წელს და მადლობა ყველას გუშინდელი სუფრისთვის, ციხესთან მისვლისთვის, სტუდენტებს, ვინც თეატრალურის ფოიედან უყურებდნენ ამ ყველაფერის, სათამაშოების მოტანისთვის, სიმღერისთვის და ცეკვისთვის და “ოპერის პადზემკის” გაცოცხლებისთვის და მერე ამ ყველაფრის დალაგებისთვის და ამ ყველაფრის თავზე მაინც ჯიუტად და პრინციპულად იმ მთავარი მოთხოვნების გაჟღერებისთვის, რამაც აქ მოგვიყვანა!
ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, ისღა დაგვრჩენია ჩვენი გამარჯვება მომავლის ისტორიაში ჩავწეროთ!" - წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.