დავით ბეშიტაიშვილი: სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთს და ყველაფერს რუსულს

სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთს და ყველაფერს რუსულს – ამბობს “მთავარ არხთან” საუბარში მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი, რომელმაც გუშინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სპექტაკლი “მეფე ლირი” რუსული კანონის საწინააღმდეგო გამოსვლით დაასრულა.

“სკოლის მერხიდან რუსეთის იმპერიას ვებრძვი. კომუნისტების პერიოდიდან, მე-10 თუ მე-9 კლასში ვიყავი 9 აპრილი რომ მოხდა და მაგის მერე ვარ რუსეთის წინააღმდეგი და ყველაფრის, რაც ჰგავს რუსულს და მიშა სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები უკვე გავდა რუსულს და ისიც უკვე ცოტათი პუტინი იყო თუ გახსოვთ, მე მშვენივრად მახსოვს ეს ყველაფერი. იგივე ხდება დღესაც და ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა.” ამბობს მსახიობი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ