არქივი1 მაისი, 2024, 22:06
,, დადიან ახლა უმწყემსო ნახირივით, ზოგს ნაჩუქარი პირბადე აქვს სახეზე, ზოგს „გორგიაში” რიგში დგომით ნაყიდი „სვარჩიკის” სათვალე“ – დავით ქართველიშვილი
,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
„ასეც არ შეიძლება… პოლიციამ ისევ დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დადიან ახლა უმწყემსო ნახირივით, ზოგს ნაჩუქარი პირბადე აქვს სახეზე, ზოგს „გორგიაში” რიგში დგომით ნაყიდი „სვარჩიკის” სათვალე, ზოგს აირ-წინაღი უკეთია, ზოგს აირ-უკანაღი.
აი იმ ანეკდოტისა არ იყოს, ინტერნეტი გაითიშაო და ქუჩაში გამოვარდა დაბნეული ხალხი ფოტოსურათებით, დასდევენ ერთმანეთს და მოწონებებს ითხოვენ. წადით სახლებში, დაიძინეთ, დაისვენეთ. ხვალ დიდი ხუთშაბათია, ზეგ – გარდამოხსნა. მაზეგ – უფლის დატირება, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა. კვირას კი – აღდგომა!“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.