გორში პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა

გორში პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონატში 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
„გუნდები, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, 15 წლიდან 29 წლამდე გორელი ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული.
ღონისძიების მიზანი პეინტბოლის, ექსტრემალური სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პეინტბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ჩატარდა.
ინიციატივა “გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან” დაფინანსდება“ , – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…