გივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახნას ეხებოდა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს შეუნარჩუნეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მისი თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს.
„ის ოთხი პოლიტიკური პარტია თუ რა პროცესებს ახორციელებს, ამას კარგად აფასებს ქართველი ხალხი. იმ დავალებებს, რომლებიც მოდის უცხოეთიდან, ვერ ასრულებენ ოპოზიციური პარტიები, რადგან მათი პოლიტიკა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა, საკრებულოს დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დიღმის მასივის მესამე კვარტალში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“