გიგი უგულავა – რუსების ხსენებას „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს ადამიანები – ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა: საბჭოთა რუსეთი!

რუსების ხსენებას დღეს „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს – გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს 36 წლის წინ ადამიანები – ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა – საბჭოთა რუსეთი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილი არის ბრძოლის და თავისუფლების დღე.
კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან, უგულავა პასუხობს, რომ „მათ შეეშინდათ“.
„ეს ხალხი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ 9 აპრილს, საკუთარი ხალხის რუსთაველზე სისხლის დაღვრის შეეშინდათ და მიხვდნენ, რომ ამ ხალხს და გაწამებულ მშობლებს, მხოლოდ ბრუტალური ძალით თუ გაწევდნენ. მიხვდნენ, რომ ეს ძალა ყველა ზღვარს გადადიოდა და უკან მოუბრუნდებოდათ. უბრალოდ შეეშინდათ, მეტი არაფერი. რიდი არაფრის არ აქვთ. ეს არის უბრალოდ ველური შიში, რომ უკან მოგიბრუნდება ის, რასაც გააკეთებ,“ – განაცხადა უგულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!