ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ჯოხაძე: ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც...

გიგა ჯოხაძე: ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც...
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც:
- საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პატრიოტები ციხეში არიან გამოკეტილები, დამნაშავეებსა და კრიმინალებს კი ციხიდან ამნისტიით უშვებენ;
- ცოლზე მოძალადე კაცს 2 წლით იჭერენ, პოლიციისთვის სახეზე ხელის მიდებისთვის კი 7 წლით;
- პატრიოტ ახალგაზრდებს წამალს ან იარაღს უდებენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათი აქტივიზმი ხელისუფლებას მშვიდ ძილს უფრთხობს;
- კრაკადილშიკი და მეტადონშიკი ბიოლოგიური მასა ხელისუფლებასთანაა გარიგებული და წამლის ერთი დოზისთვის მზადაა ნებისმიერი ჩვენგანი მოკლას;
- ყველაფერი "წამალს" მიაქვს. საქართველოში დაახლოებით 300 000 -მდე ნარკომომხმარებელია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 10%-ია;
- კრიმინალი თარეშობს და უკვე აღარავის უკვირს დღისით, მზისით კრიმინალური ვენდეტები და ჩაცხრილვები. პოლიცია კი კრიმინალის მაგივრად პატრიოტ ახალგაზრდებს ებრძვის;
- მოსახლეობა იცლება. ემიგრაციაში ბოლო 4 წელში 250 000 ადამიანი წავიდა. ქართველებს რუსები, ავღანელები, პაკისტანელები, ერაყელები და ა.შ. ანაცვლებენ. მათ ხარჯზე კი თურმე მოსახლეობა 3.9 მილიონამდე გაზრდილა;
- პარლამენტარის ხელფასი 14 000 ლარია, პენსია კი 350 ლარი;
- საარსებო შემწეობას 700 000 ადამიანი იღებს (მოსახლეობის 1/5);
- ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს;
- სამომხმარებლო პროდუქტებსა და წამლებზე ფასები ყოვედღიურად იზრდება;
- კარიერის გაკეთების ერთადერთი გზა ბატონის მიმართ ერთგულებაა და არა ნიჭი და უნარები, როგორც ყველა ნორმალურ სახელმწიფოში;
- პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელიც, დიპლომის არქონასაც რომ თავი დავანებოთ, ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმასაც კი ვერ ახერხებს;
- ისტორიის გადაწერა და მტრის და მოყვრის ცნებების გაბუნდოვანება ხდება. ქვეყანა, სადაც უწყვეტი პროპაგანდის მიზანია ანწუხელიძე "დიფსთეითის" დავალებების შემსრულებელი გახდეს, აფრასიძეები და კოლექტიური ასლან აბაშიძეები კი - ეროვნული გმირი;
- პატარა ფურცლის გამო, რომელზეც წერია "ანწუხელიძე გმირია", ადამიანებს ატუსაღებენ;
- დასავლეთი მტერია, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, რუსეთი კი მეზობელი, რომელსაც აუცილებლად უნდა ელაპარაკო;
- ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა "პრაგმატულ" პოლიტიკად ინათლება;
- კრემლის პირდაპირი დავალებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდს ასამართლებენ;
- საოკუპაციო ხაზიდან ჩვენივე თანამოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღე იტაცებენ. კლავენ, აწამებენ, ატუსაღებენ, გამოსასყიდს თხოვენ და მერე მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არსად არაა ისეთი მშვიდობა, როგორც ჩვენთან;
- უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გმირების მაგივრად "დიფსთეითის", გნებავთ "გლობალური ომის პარტიის" დავალებების შემსრულებლები არიან;
- არასამთავრობოები დღეს თურმე უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან, მაშინ, როდესაც ოცნების ლიდერების 80%-მა კარიერა სწორედ არასამთავრობოებში მუშაობით აიწყო;
- კრიტიკული მედიები თურმე გამრუდებულ რეალობას გაჩვენებენ, სამთავრობო პროპაგანდისტული არხები კი მხოლოდ სიმართლეს ავრცელებენ;
- რეპრესიული კანონები თურმე ინდივიდუალური თავისუფლების ჩახშობას და დიქტატურის ჩაბეტონებას კი არა, სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება;
- სადაც დე-ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დაწერას დანგრეული უკრაინის ბანერების გამოფენის ხარჯზე ცდილობს;
- სადაც დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას ხელოვნურად შემოგდებულ, რეალურად არარსებულ პრობლემაზე აპელირებით პასუხობს. მთავარია "კაცი კაცია, ქალი ქალი"
- "სადაც ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, უცოდინრობა კი - ძალა".
მშვიდად იძინე, ერო!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.