ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული
კანონის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებები ისჯება საკმაოდ მკაცრი სასჯელით. ვერ ვიტყვი, რომ ეს დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, მაგრამ ასეთი მოწოდებიდან ძალადობრივი დამხობის მოწოდებამდე ერთი ნაბიჯია, – განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ქართული ჯარისადმი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს.
„როდესაც დაუმორჩილებლობაზეა საუბარი, როდესაც ძალოვან სტრუქტურას მოუწოდებ და ეუბნები, რომ არ დაემორჩილო, ამის შემდეგი [ნაბიჯია მოწოდება] რომ სხვას დაემორჩილე და იმოქმედე არსებული ხელისუფლები წინააღმდეგ. ამიტომ ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.