ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა
54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კო­სი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გო­ბა­რი და პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი კატო შინ­და­გო­რი­ძე ავ­რცე­ლებს.
“წა­ვი­და… ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში…. ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა, რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამას მე ჩემი ხე­ლით დავ­წერ­დი” – წერს შინ­და­გო­რი­ძე.
ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 1988 წელს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს, იყო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თველ სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე. 1989 წლი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი. 1990 წელს მუ­შა­ობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წედ.
1991 წელს გახ­და ედპ-ის თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას აპა­რა­ტის უფ­რო­სი. 1993 წელს ედპ-ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალ­გაზ­რდა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტის (აედ-ის) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე. 1993-1994 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი.
1996 წელს გახ­და ედპ-ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი და ედპ-ის გა­ზე­თის „ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კის“ რე­დაქ­ტო­რი. 1999 წელს გახ­და ედპ-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი, ხოლო 2002 წელს – გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი. 2003 წლის დე­კემ­ბრი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე.
2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა — გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ძალა ერ­თო­ბა­შია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.