ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს.
თენგიზ ცერცვაძე იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. 2020 წლის ოქტომბერში მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა Covid-19 ის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ რვა ექიმთან ერთად.
BBC-მ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სტატიაში: „როგორ დაეხმარა 'სამი მუშკეტერი' საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე შეადარა სამ მუშკეტერს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.