განაწყენებული კვარაცხელია – ფეხბურთელმა ვერცხლის მედალი მყისიერად მოიხსნა

იტა­ლი­ის სუ­პერ­თა­სის მატჩში “ნა­პო­ლი“ “ინ­ტერ­თან“ მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით, 0-1 და­მარ­ცხდა. მატ­ჩი დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა. უხ­ვად იყო ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბი, ვნა­ხეთ გა­ძე­ვე­ბა და და­მა­ტე­ბით დრო­ში გა­ტა­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბის გოლი.

მსაჯ­მა ჯო­ვა­ნი სი­მე­ო­ნეს მო­ე­და­ნი მატ­ჩის 61-ე წუთ­ზე და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. 70-ე წუთ­ზე მო­ედ­ნი­დან მწვრთნელ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­იყ­ვა­ნა.

ერ­თა­დერ­თი გოლი და­მა­ტე­ბით დრო­ში, 91-ე წუთ­ზე, ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნეს­მა გა­ი­ტა­ნა და “ინ­ტერს“ გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და და­ჯილ­დო­ე­ბის დროს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩან­და და რო­დე­საც ვერ­ცხლის მე­და­ლი გა­დას­ცეს, სწრა­ფად­ვე მო­იხ­სნა. ამ თე­მა­ზე წერს იტა­ლი­უ­რი calcionapoli24.

კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა ასე შე­ა­ფა­სეს: Sofascore – 6.6, flashscore – 6.5.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება