ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუდაპეშტში კიდევ ერთი მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა ცვლილებების მოთხოვნით

ბუდაპეშტის ქუჩებში 6 აპრილს ათი ათასობით მოქალაქე გავიდა, უკვე მესამედ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც გამოაცხადა პეტერ მაგიარმა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობის მეტოქემ.
43 წლის მაგიარმა - რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ - აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება ორბანის ადმინისტრაციით და ფრაგმენტიზებული ოპოზიციით იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლიბერალების გაერთიანება.
"ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურით აგურზე, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს" - თქვა მაგიარმა, რომელიც გამოდის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით.
წინა, მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში გაიმართა 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.