ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოჭორიშვილი "გლობალური ომის პარტიაზე": აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ ვინ დგას მათ უკან

ჩვენ არ ვავლებთ პარალელს და გლობალური ომის პარტიას ევროკავშირთან არ ვაიგივებთ, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ ვხედავთ კონკრეტულ აქტორებს და ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც ქმნიან და მოწოდებულნი არიან, შექმნან დამატებითი უსაფრთხოების პრობლემები საქართველოსთვის და ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც აქვთ ეგეთი განზრახვა, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში, ან შექმნან დამატებითი ადგილი, სადაც რუსეთი იომებს, რაც ნათელია და რისი გაკეთებაც უადვილესია საქართველოში.
ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, ვიფიქროთ, რომ არის ხალხი და ძალები, რომლებსაც სურთ სიტუაციის გაუარესება საქართველოში და რომლებსაც სურთ, საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ ვინ დგას მათ უკან და რა არის მათი სახელები და გვარები.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.