ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბიჭი ეგდო ძირს და რამდენიმე წიხლავდა, იმ ბიჭს ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა და მეც შემდგნენ” – რას ჰყვება აქციის მონაწილე

მშიდობიანი აქციის მონაწილე, რომელიც მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარს იხსენებს. ნიკა ბუთხუზი, რომელიც ამ დროისათის საავადმყოფოშია მოთავსებული, ამბობს, რომ აგრესიულად განწყობილმა პირებმა ის წიხლებით მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მან აქციის კიდევ ერთი სასტიკად ნაცემი მონაწილის დახმარება სცადა.
მანქანამ გამიზნულად, აშკარად მიარტყა ველოსიპედისტს. ამის ნიადაგზე დაიწყო შელაპარაკება. მანქანა გატენილი იყო აშკარად სპორტსმენებით. ტანზე ეტყობოდათ და იყვნენ ძალიან აგრესიულად განწყობილები. გადმოცვივდნენ, დავინახე, რომ ბიჭი ეგდო ძირს და რამდენიმე კაცი წიხლავდა. მივედი და იმ ბიჭს ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა, რა დროსაც გადმოვიდნენ ჩემზე. წავიქეცი მეც იმ ბიჭის გვერდზე და შემდგნენ წიხლებით. მე რომ წამოვდექი, მოძალადეების ნაწილი უკვე მანქანაში იყო. გავიქეცი მაგ მანქანისკენ და დავარტყი მუშტი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე მეორე ტალღა ცემის და ვიგრძენი ძლიერი დარტყმა თავში და რამდენიმე წამით გავითიშე, – ყვება ნიკა ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს მოულოდნელად უცხო პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.