“ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა; მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში” – ვიკა ბუკია 7 ნოემბერზე

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
7 ნოემბერია დღეს. გროტესკად ქცეული თარიღი. იმედის თანამშრომლების ფარისევლური სტატუსების დღე. ღირსებააყრილები ხავსივით ეჭიდებიან 7 ნოენბერს.
ბიძინა მაშინ სპეცნაზს აფინანსებდა, მიშისტი კალაძე ინტერვიებს აძლევდა; მე კიდევ იატაკზე ვეგდე იმედის ეზოში გულგახეთქილი. ვხარხარებ ამაზე:) ყველა ტელევიზია რომ დაიხურება, ბოლო ახალგაზრდა რომ წავა ამ ქვეყნიდან, ყველა ენჯეო რომ აგენტად გამოცხადდება – უბერებელი ბოტოქსიანი კალაძე, ივლის და გვეტყვის, რომ გადაგვარჩინა. მაგდა ანიკაშვილს უკვე რუსული აქცენტი ექნება და ეკა ანდრეევასავით წაიკითხავს ტექსტს სუფლიორიდან: გირსებით იევროპისკენ. —
და მაინც, არ მტოვებს 1 წამი ოპტიმიზმი იმისა, რომ ამ რუსებს და ფარისევლებს გავყრით აქედან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ