ბექა ოდიშარია სამშენებლო ამნისტიაზე – ეს საშუალებას მისცემს მფლობელებს, თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან

სამშენებლო ამნისტია საშუალებას მისცემს მფლობელებს, თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან. ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მთავრობის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, მფლობელებს არ დასჭირდებათ ლეგალიზაციის პროცედურის გავლა.
„აქ საუბარი არის ინდივიდუალურ სახლებზე და არა კორპუსებზე და ინდივიდუალური პირების საკუთრებაში არსებულ ქონება-ნაგებობებზე. ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამნისტიის პროექტზე იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს. ამნისტიის პროექტი განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ