ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგიის პრემიერი - მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას კეთილდღეობისა და მშვიდობის სავანედ მიიჩნევს და ასევე მათ, ვინც ამას ემუქრება, განსაკუთრებით მოსკოვს

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ვისაც სურს იცხოვროს კეთილდღეობაში, ვისაც სურს იცხოვროს საზოგადოებაში, რომელშიც პატივს სცემენ ერთმანეთს და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ვისაც სურს უსაფრთხოდ იცხოვროს და ღიაა საჭირო რეფორმების გასატარებლად - ჩვენ, როგორც ევროპელები, ღია ვართ მისთვის,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას კეთილდღეობისა და მშვიდობის სამოთხედ უყურებს და ძალიან მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ მათაც, ვინც მათ ემუქრება და განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ჩვენ არ შევშინდებით რთულ მომენტებშიც კი, ერთიანი ვრჩებით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.