ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბარსელონაში" გადასვლა ძალიან მინდოდა" - ფელიქსი "ატლეტიკოსთან" გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ

ლა ლიგის მე-15 ტურში ჟოაო ფელიქსის ერთადერთი გოლის წყალობით "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "ბლაუგრანას" რიგებიდან გამარჯვების გოლის ავტორმა გააკეთა, რომელიც "როხიბლანკოს" საკუთრებაა და კატალონიურ გრანდში იჯარის წესით თამაშობს.
"ყოველდღიურად ჩემზე საუბრობენ. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რას ამბობენ ჩემზე.
"ბარსელონაში" ბევრს ვმუშაობ, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აქ ყველამ კარგად მიმიღო.
მინდოდა, რომ აქ გადმოვსულიყავი და "ბარსელონას" დავემატებინე, აქ ბედნიერი ვარ", - აღნიშნა ფელიქსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.