არქივი13 აპრილი, 2024, 06:52
"ბაიერნში" ტუხელის შეცვლის მთავარი კანდიდატი ცნობილია
გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაკავებულ თანამდეობას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.
მიუნხენელებს მის შემცვლელად მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი ჰყავთ, რომელიც "რეკორდმაისტერს" 2021/23-წლებში ავარჯიშებდა და გუნდიდან მოულოდნელად გააგდეს.
ნაგელსმანი ახლა გერმანიის ნაკრებს წვრთნის და სამშობლოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.