ბაიდენმა და ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიჩიგანშიც გაიმარჯვეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს მიჩიგანის შტატში ჩატარებულ პირველად არჩევნებში(primaries). დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები პირველად არჩევნებს პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევად ატარებენ.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაიდენმა ხმების 81% მიიღო, ხოლო ტრამპმა – დაახლოებით 68%. -ის მოქმედმა პრეზიდენტმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის პრეტენდენტი, კონგრესმენი დინ ფილიპსი, ხოლო ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის პრეტენდენტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი.
ტრამპმა პირველად არჩევნებში წარმატებას უკვე 5 შტატში მიაღწია, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში. ბაიდენმა მიჩიგანის გარდა, გაიმარჯვა სამხრეთ კაროლინაში, ნევადასა და ნიუ-ჰემპშირში.
5 მარტს პირველადი არჩევნები ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება. პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.