აჯანყების დღეს პრიგოჟინი გეგმავდა დუმაში სიტყვით გამოსულიყო | The Moscow Times

The Moscow Times (რუსეთში აღიარებულია, როგორც “უცხოური აგენტი”) თავის წყარეობზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის 23 ივნისს, როცა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლები აჯანყდნენ, მათი ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აპირებდა სიტყვით გამოსულიყო სახელმწიფო სათათბიროში მრგვალ მაგიდაზე რუსული არმიის ხელმძღვანელობის მკაცრი კრიტიკით.
“ის აპირებდა მთელი სიბნელის გახმოვანებას ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს შესახებ, იმის შესახებ, თუ რამდენი მსხვერპლია რეალურად ჩვენს მებრძოლებს შორის. ზოგადად, მთელი **** [კოშმარი]. თანაშემწეები ამზადებდნენ მის ჩამოსვლას”, – ამბობს გამოცემის თანამოსაუბრე.
Moscow Times-ის წყაროების ცნობით, პრიგოჟინი იმედოვნებდა, რომ ამ გზით შეძლებდა ს პრეზიდენტის ყურადღების მიქცევას, რომელთანაც მან დაკარგა წვდომა და მოიპოვებდა მის მხარდაჭერას თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს სერგეი გერასიმოვთან დაპირისპირებაში.
პრიგოჟინის ნაცნობის თქმით, მისი გარემოცვა სერიოზულად განიხილავდა შესაძლებლობას, რომ პრიგოჟინი მივიდოდა საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის თანხლებით, რომელმაც აჯანყების შემდეგ თანამდებობა დაკარგა.
გაზაფხულზე პრიგოჟინმა მიმართა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს ტრიბუნასთან გამოსვლის ნებართვისთვის, მაგრამ უარი მიიღო. ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ მრგვალ მაგიდასთან ფარულად მივიდოდა პარტია “სამართლიან რუსეთში” მისი მხარდამჭერების დახმარებით, განუცხადა გამოცემას წყარომ პარტიიდან.
თუმცა, 22 ივნისს – დაგეგმილი გამოსვლის წინა დღეს – გამოცემის თანამოსაუბრეებმა შეიტყვეს, რომ პრიგოჟინმა ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
ცნობისთვის, აჯანყება ერთი დღის შემდეგ დასრულდა. პრიგოჟინი დათანხმდა მებრძოლების ბელარუსში გადაყვანას. ორი თვის შემდეგ, პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ის დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი, უცნობია.