ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს.
ბრიჯიტ ბრინკის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელთან, მაიკ ტერნერთან ერთად კიევს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია.
„კეთილი იყოს კიევში თქვენი დაბრუნება, იმის განსახილველად, თუ როგორ ეხმარება აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სასტიკი შემოჭრის წინააღმდეგ“, - წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.