ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99% მოიპოვა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კამალა ჰარისი იყო ერთადერთი კანდიდატი ელექტრონულ კენჭისყრაში. ახლა მისი კანდიდატურა ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. ყრილობა 19 აგვისტოს დაიწყება.
დაახლოებით 4 500 დელეგატმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე ხმის მიცემა გასულ კვირას დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი კი ორშაბათს დასრულდა.
კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.