ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს

აშშ ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს

აშშ ირანში პროტესტების ჩახშობისთვის პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ მტკიცედ უდგას გვერდში ირანელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნაში. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, სახაზინო დეპარტამენტი ირანის საკვანძო ლიდერებს ასანქცირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანელი ხალხის სასტიკ დარბევაში. სახაზინო დეპარტამენტი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღოს ისინი, ვინც ადამიანის უფლებების ტირანული რეპრესიის უკან დგას“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

აღინიშნება, რომ დასანქცირებულთა შორის არის ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.

განცხადების თანახმად, ასევე დასანქცირებულია 18 პირი და კომპანია, ვინც ჩართული არიან საზღვარგარეთ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლის გათეთრებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.