ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციაზე დაკავებული კაცი იპოვეს, ის კლინიკაში ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს - ოჯახი - Netgazeti • რუსული კანონი • შსს • Netgazeti.ge

გელა ნადირაძე, რომელსაც 30 აპრილის შემდეგ ეძებენ, ოჯახის წევრების ცნობით უკვე იპოვეს.
მისი ბიძაშვილი, სალომე ნადირაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რამდენიმე საათის წინ ოჯახს წმინდა მიქაელის ჰოსპიტლიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გელა ნადირაძე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან პოლიციამ წაიყვანა. სალომე ნადირაძის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში 1 მაისს ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გელა ნადირაძის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ გვაწვდის.
მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს, როგორ შეიყვანეს ნადირაძე ძალის გამოყენებით სპეცრაზმელების ჯგუფში, შემდეგ კი რამდენიმე სპეცრაზმელი მას ფიზიკურად უსწორდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.