“არჩევნების შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური” – დაინიუს ჟალიმასი

“ძვირფასო კოლეგებო, როდესაც განვიხილავთ საქართველოს სიტუაციას უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: იყო ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები, რომლებიც კარგად არის დოკუმენტირებული. არ უღიარებია სადამკვირვებლო მისიას ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ, შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური. მეორე: პლურალისტური დემოკრატია მოიცავს იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს პოზიცია და ოპოზიცია. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული ორგანო, რომელიც არ შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლობა. უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს ახალ არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხთან”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია