ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არქიმანდრიტი ილია თოლორაია: გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში გმირობად იქცა ამის თქმა, რომ რუსეთი მტერია და ომი დაგვიწყო 200 წლის წინ, დღემდე, ამ წუთამდე გვებრძვის

არქიმანდრიტი ილია თოლორაია: გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში გმირობად იქცა ამის თქმა, რომ რუსეთი მტერია და ომი დაგვიწყო 200 წლის წინ, დღემდე, ამ წუთამდე გვებრძვის
"დღეს გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში გმირობად იქცა ამის თქმა, რომ რუსეთი მტერია და ომი დაგვიწყო 200 წლის წინ, დღემდე, ამ წუთამდე გვებრძვის და აგერ, მისი ჯარი სად დგას. მასზე რომ ვერ ამბობენ, მტერია და ეშმაკურად რაღაცებს ცდილობენ, გამოიყვანონ, თითქოს რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, ესეც ცალკე უბედურებაა.
მაგრამ საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს. ყოველთვის გვინდა ვიყოთ ანწუხელიძის მსგავსად ძლიერები, მტკიცენი, უნდა მივემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იმის ძალა, სიმტკიცე, სიჯიუტე და ვაჟკაცობა, რომ ქართული დროშისთვის ფეხი არ დაედგათ" - თქვა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.