– საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია

საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა.
დოლიძის თქმით, “საქართველოს დეოკუპაციის მოძრაობა გრძელდება და არსად წასვლას არ აპირებს”.
„ეს ბრძოლა არის ორას-წლიანი და ერთი ორი ჩანჩურას გამო, ეს ბრძოლა ვერ და არ გაჩერდება. მე დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი „მიჩმორებული“ არასოდეს ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროსაც აქ იყო დუღილი, გადაჭედილი იყო აუდიტორიები, საუბარი იყო იდენტობაზე, კულტურაზე. ეს იყო ცენტრი ასეთი საქმიანობის და ეროვნული მოძრაობის. ახლა გადაქცეულია “კაპეზედ”. ეს მუხტი, რომელიც აქ არის, არსად არ გაქრება. ჩანჩურების ხროვა კი დიდი ხანი ვერ გაუძლებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

შოთა ბერეკაშვილი – ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – ქსელებმა „საოჯახო კალათა“ შექმნეს, 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა, აღფრთოვანებული დავრჩი, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა!