ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე IT სპეციალისტების იკრიბებიან

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე IT სპეციალისტების იკრიბებიან

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე IT სპეციალისტების იკრიბებიან.

IT სპეციალისტების მხრიდან, ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო ეს უკვე რიგით მესამე დიდი პროტესტია.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული პირები.

სულ ვიქნებით ამ ბრძოლაში. აიტი ტექ კომუნა ყოველთვის პროფესიული ადამიანებითაა სავსე და ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს ბანერები, სადაც „ქართული ოცნების“ ის სახეები არიან წარმოდგენილი, რომლებიც მათი შეფასებით, ქართული პოლიტიკიდან უნდა წაიშალონ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.