ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს - მარიო რუის მომავალზე იტალიური პრესა წერს

ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს - მარიო რუის მომავალზე იტალიური პრესა წერს

"ნაპოლის" განაპირა მცველი მარიო რუი კვლავ პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ წინასასეზონო შეკრების წინ განუცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა და ახალი გუნდი უნდა მოეძებნა.
რუიმ არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა "ნაპოლის" დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. Ruleta Sport-ის ჟურნალისტის ხერარდო ფასანოს ცნობით, პორტუგალიელმა რამდენიმე დღის წინ ორი თურქული გრანდის "ბეშიქთაშისა" და "გალათასარაის" წინადადებები დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეისთან" შეთანხმებას ორივე კლუბმა მიაღწია.
ფასანოს ცნობით, მარიო "ნაპოლის" ოჯახის გამო არ ტოვებს, რადგან მისი მეუღლე და შვილები ნეაპოლში
თავს კომფორტულად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რუი "პარტენოპეის" 2017 წელს, "ემპოლიდან" შეუერთდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.