არქივი2 აგვისტო, 2024, 01:20
ამპარტავნული, ქედმაღალი დამოკიდებულება, არ ტოვებდა მათი ვინმესთან გაერთიანების სივრცეს – ხუხაშვილი
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ევროპული საქართველოს დატოვებას ეხმაურება და წერს:
პრინციპში, ევროპულ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ამ პარტიას მისცა შანსი დარჩეს პოლიტიკაში. ის ამპარტავნული, ქედმაღალი დამოკიდებულება, რასაც ამ პარტიის აწ უკვე წასული სახეები ავლენდნენ, არ ტოვებდა მათი ვინმესთან გაერთიანების სივრცეს. პარტიის ცალკე მონაწილეობა არჩევნებში კი არა მხოლოდ ამ პარტიას ხდიდა მაღალი ალბათობით უპერსპექტივოს, არამედ აჩენდა სერიოზული ნაშთის გაჩენის შესაძლებლობას, რაც ხელისუფლების ინტერესში იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.