ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სირსკი: პოკროვსკიზე რუსეთის შეტევა შეჩერებულია

ალექსანდრ სირსკი: პოკროვსკიზე რუსეთის შეტევა შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მეექვსე დღეა, რუსეთის არმია ამ მიმართულებით არც ერთი მეტრით არ ჰქონია წინსვლა.

„ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, მტერს არც ერთი მეტრი არ გადაუდგამს პოკროვსკის მიმართულებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სტრატეგია მუშაობს”, - თქვა სირსკიმ.

მანვე აღიარა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იყო პოკროვსკის მიმართულებით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.