ალექსანდრ სირსკი ვოლოდიმირ ზელენსკის – უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა, რომ „უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვეებად აჰყავთ და ამით ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას აახლოებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ირაკლი კაკაბაძე: ქვეყანაში არსებობს როგორც სტრუქტურული, ასევე კულტურული ძალმომრეობა… ამის წინააღმდეგ ბევრი რამ არ კეთდება. უფრო მეტიც, ხშირად პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა ახალისებს ამ ძალმომრეობას