არქივი5 იანვარი, 2024, 14:41
ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი ქვეყნის დატოვებას მოპარული ძვირფასეულობით ცდილობდნენ. ამოღებულია ოქროსა და ვერცხლის 190 სხვადასხვა ნაკეთობა, ოქროს 2 მონეტა, როლექსის საათი და 6 ათასი ევრო. დაკავებულები არიან 32 წლის და 36 წლის მოქალაქეები. მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.