“ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი და განსაკუთრებული პრივილეგია იყო.
ახლა ჩემი კონტრაქტი ამოიწურა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტაპი აქ სრულდება, საქართველოდან უდიდესი მადლიერებითა და უამრავი ძვირფასი მოგონებით მივდივარ.
ამ ექვსი წლის განმავლობაში ძალიან შემიყვარდა ქართველი ხალხი და ფეხბურთელები. ის, რაც თავიდან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა იყო, დროთა განმავლობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან კავშირად იქცა. ფეხბურთელები ჩემთვის ძმები, მეგობრები და ოჯახი გახდნენ.
ქართველმა ხალხმა უდიდესი სითბოთი, სიკეთით, გულუხვობითა და პატივისცემით მიმიღო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, თუ როგორ ჩამიხუტეთ და თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეთ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთელებსა და მთელ ქართველ ხალხს მომავალში მხოლოდ წარმატებას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
ეს დამშვიდობება არ არის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემს ძმებად და ჩემს ოჯახად დარჩებით. საქართველოს კი ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება. 

მადლობა ყველაფრისთვის,” – ადელ შედლი, ვილი სანიოლის თანაშემწე ეროვნულ ნაკრებში




