ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აგარაკების შემდეგ, აპარტამენტები | რუსეთი ბიჭვინთას მთლიანად იფორმებს

რუსეთი ბიჭვინთას მთლიანად გადაიფორმებს - ამ საფრთხეს უკვე თავად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხედავენ. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ხმაურიანი განხილვისა და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ახლა უკვე ოკუპანტი ქვეყნისთვის ბიჭვინთის აპარტამენტების გადაცემის საკითხი დგას დღის წესრიგში. საუბარია საკმაოდ დიდ და პრესტიჟულ ტერიტორიაზე, სადაც ეს აპარტამენტები უნდა აშენდეს. აფხაზეთში უკვე იციან, რომ ამ ქონების შემსყიდველები რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, რადგან აფხაზეთში სხვა არავინ არაფერს ყიდულობს და ამდენი ფული არც თავად აფხაზებს აქვთ. სამზადისი ე.წ საკანონმდებლო დონეზე კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.