ჰარისი: არჩევის შემთხვევაში ტრამპი ჯანდაცვის პროგრამებს შეკვეცავს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი ჯანდაცვის პროგრამებს შეკვეცავს, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა 31 ოქტომბერს ვისკონსინის ამომრჩევლებს შეახსენა, რომ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2017-2021 წლებში, წარუმატებლად სცადა “ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის” სახელით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის გაუქმება.
“ამ არჩევნებზე დგას ყველა ამერიკელის ჯანდაცვის საკითხი”, – უთხრა ჰარისმა ჟურნალისტებს.
საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ არასდროს სურდა ამ პროგრამის გაუქმება. “არასოდეს მიხსენებია ეს ნაბიჯი, არც კი მიფიქრია ასეთ რამეზე”, – დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
რეალურად, პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპი რამდენჯერმე შეეცადა “ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის” გაუქმებას და 2020 წლის საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტული იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება