ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი

ჯო უილსონი - ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი

ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს, ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის [იემენის] "ჰუსიტები", ქასიმ ალ-არაჟი [ერაყში ირანის მიერ კონტროლირებადი პარამილიტარისტული დაჯგუფება “ალ-ბადრ ორგანიზაციის” უფროსი წევრი], კაის საიდი [ტუნისის პრეზიდენტი] და ბიძინა ივანიშვილი,” - წერს უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.