“ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა ოპოზიციურმა აზრმა გააპრავა – დავიშალეთ” – თავდგირიძე

ქართულ საინფორმაციო სივრცეში გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემაში, მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სამი წლის განმავლობაში საქმიანობდა წითელი კომისარი, რომელსაც დაკავებული თანამდებობა საშუალებას აძლევდა ჰქონოდა წვდომა ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, აგრეთვე დაემყარებინა ახლო ურთიერთობა სამხედრო მაღალჩინოსნებთან და კონფიდეციალურ გარემოში ეწარმოებინა მათთან რუსეთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, დამეგობრებოდა და პირდაპირ ან ირიბად მოეხდინა მათი ბმა ს სპეცსამსახურებთან. მოკლედ სრული კარტბლანში ჰქონდა და რა მოახერხა და რამდენად დაგვაზარალა წარმოდგენა არ გვაქვს. ამ დროს კი ქართულმა ოპოზიციურმა გენიალურმა ტვინმა ყველაფერი წინა არჩევნების პრობლემატიკაზე დაიყვანა, თურმე “გარეჯი საქართველოას” საარჩევნო ნარატივის და პარლამენტში დაკარგული სამი ადგილის მეტი სანერვიულო არაფერი გვქონია. ფაქტიურად, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა ოპოზიციურმა აზრმა გააპრავა. დავიშალეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ