ხათუნა ხოფერია: ჩემი ჟღალი მიმინო პრეზიდენტია!

“ჩემი ჟღალი მიმინო პრეზიდენტია!” – წერს Facebook-ზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია.

ცნობისათვის, ხათუნა ხოფერია 1985 წელს, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში. 1993 წელს გაწევრიანდა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირში, 1994 წელს დაინიშნა პარტიის პრეს- სამსახურის უფროსად. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, პარლამენტის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, დაინიშნა საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

2002-2005 წლებში იყო პარტია გაერთიანებული დემოკრატების წევრი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარ ში. 2004-2007 წლებში იყო საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2007-2008 წლებში დაინიშნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008-2012 წლებში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციურ მოძრაობაში, ოჯახთან ერთად. აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს