„ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა, „ილიას გზა“ წარადგინა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“, რომელიც „ლელოს“, „თავისუფლების მოედანს“, „მოქალაქეებს“ და „ – ხალხისთვის“ აერთიანებს, წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. მას „ილიას გზა“ ჰქვია.
პროგრამის თანახმად, კოალიციას სურს, დააწესოს რიგი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსული ბიზნესისთვის. კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში მიწის ყიდვა, კომპანიებს კი ტენდერებში მონაწილეობა. ასევე, უნდა დაწესდეს „საოკუპაციო მოსაკრებელი“ რუსული ბიზნესისთვის. ასევე, უნდა აიკრძალოს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის.
გარდა ამისა, კოალიცია აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა 200 ათასი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და პენსიის 1000 ლარამდე ზრდისთვის. ამ გეგმების დეტალებზე პრეზენტაციისას არ უსაუბრიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ