ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ძალიან რეალურია – ხოშტარია

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური, ეს ჩვენ გვითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა – ამის შესახებ “პირველებთან” კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ძალიან ცხადია, რომ სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება რუსულ “ოცნებას”.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპას ჩვენ გავცეთ პასუხი ამ ქვეყნის უმრავლესობამ, რომელსაც უნდა ილტვის და იზიარებს ამ ევროპულ ფასეულობებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისი დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადება – 19:00 საათზე ხალხი შეკრებას თსუ-ს პირველ კორპუსთან აპირებს და შემდეგ მსვლელობით, პარლამენტამდე წავლენ.
“არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო” – ასე ეწოდება შეკრებას, რომელიც ბოიკოტში მყოფი რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების